შპს „მეტროლოგ სერვისი“ გაზის მოცულობის ელექტრონული კორექტორების, პირველი A ტიპის ინსპექტირების ორგანოა, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს სტანდარტის სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 მოთხოვნებს, ახორციელებს გაზის მოცულობის ელექტრონული კორექტორების სიზუსტეზე შემოწმებას და გასცემს შესაბამის სერთიფიკატს.
ინსპექტირების ორგანოს მიერ სერთიფიკატის გაცემა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კორექტორი აკმაყოფილებს ევროპული სტანდარტის და ქარხანა-დამამზადებლის მიერ რეკომენდირებულ მოთხოვნებს. აღნიშნულ სერტიფიკატთან ერთად, მომხმარებლის სურვილის მიხედვით, შესაძლებელია გაიცეს ინსპექტირების დეტალური ანგარიშიც. ინსპექტირება უნდა ჩატარდეს ყოველ 5 წელიწადში ერთხელ. ხოლო, თუ კორექტორის მუშაობაში ხარვეზი გამოვლინდა, ან ეჭვი შეგეპარათ მის სიზუსტეში, მოგვმართეთ ნებისმიერ დროს.
გარეგანი დათვალიერება
მოიცავს ვიზუალური ხარვეზების აღმოჩენას, კლავიატურის და დისპლეის ფუნქციონალობის შემოწმებას, კორექტორის მთლიანობის შემოწმებას, სერიული ნომრის და კორექტორის სტიკერებზე დატანილი ინფორმაციის შემოწმებას, კორექტორის პროგრამულ უზრუნველყოფის განსაზღვრას.
მთვლელი იმპულსების შემოწმება
მოიცავს პროცედურას, რომლის მიზანია მრიცხველიდან მიწოდებული მთვლელი იმპულსების სიზუსტის დადგენა, მისი იმპულსის ფასის (impuls/m3) გათვალისწინებით. ასევე კორექტორის შემასწორებელი კოეფიციენტის თეორიული და პრაქტიკული შედეგების შედარება-დამოწმებას.
მეტროლოგიური მახასიათებლების განსაზღვრა
მოიცავს საბაზისო მახასიათებლების - ტემპერატურის, წნევის, გაზის შემადგენლობის და სიმკვრივის, იმპულსის ფასის, წნევისა და ტემპერატურის გადამწოდების მახასიათებლების და სერული ნომრების, ასევე კუმშვადობის კოეფიციენტის გამოთვლის მეთოდის დამოწმებას.
ფარდობითი ცდომილების განსაზღვრა აბსოლუტური და ჭარბი წნევის და ტემპერატურის გაზომვით, ასევე გაზის მოცულობის სტანდარტულ პირობებში, წნევის და ტემპერატურის გაზომვით და კუმშვადობის კოეფიციენტის გამოთვლით
მოიცავს EN 12405 ევროპულ სტანდარტზე დაყრდნობით, შ.პ.ს. „მეტროლოგ სერვისში“ შემუშავებული, MS-QM-7.1-20.1-ინსპექტირების პროცედურას, რის შედეგადაც მიღებული შემასწორებელი კოეფიციენტის ცდომილება, თუ არის ქარხანა-დამამზადებლის მიერ რეკომენდირებულ ფარგლებში და ასევე დგინდება მთვლელი იმპულსების სიზუსტე.
ყველა ამ პროცედურის წარმატებიით გავლის შემთხვევაში, გაიცემა ინსპექტირების სერთიფიკატი.
კორექტორის ჩაბარებისას თან უნდა ახლდეს ჩახსნის აქტი, ხოლო ჩვენი მხრივ შედგება მიღების აქტი
ჩამოტვირთვაპასუხი
ინსპექტირება აუცილებელია 5 წელიწადში ერთხელ. თუ კორექტორის მუშაობაში ხარვეზი გამოვლინდა, ან ეჭვი შეგეპარათ მის სიზუსტეში - ნებისმიერ დროს
როგორ მოვხსნა?, წერილი რა ფორმით და ვის სახელზე იწერება? ხელშეკრულების ფორმა, ორგანოს საბანკო რეკვიზირტები
500 ლარი დღგ-ს-თან ერთად